შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ბესიკ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953–1961წწ. იყო რუსთავის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი, სისხლის გადასხმის განყოფილების გამგე, რუსთავის სისხლის სამსახურის დაარსების მთავარი ინიციატორი; 1961–1974წწ. სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1984წწ. დამწვრობის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი; 1984 წლიდან ახლად შექმნილი თერმულ დაზიანებათა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის დირექტორი. ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კომბუსტიოლოგიური დარგის დაარსება. არის ერთ–ერთი დამფუძნებელი აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დამწვრობის მკურნალობა სისხლის ადგილობრივი გამოყენებით", დაიცვა 1962 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზური ჰომეოსტაზის დარღვევის მნიშვნელობა მიკროცირკულაციის პათოლოგიასა და მეორადი ნევროზების წარმოშობაში დამწვრობითი დაავადების დროს, მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1985 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |