The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მაყვალა ილურიძე-სტურუა

Date of birth:12 February, 1931  (93 years)
Category:Cardiologist, Pediatrist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილიუსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1955 წელს.

თბილისის პედიატრიის ინსტიტუტის დაარსების დღიდან მუშაობდა აღნიშნულ ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, ხოლო 1964 წლიდან ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელად. ავტორია 81 სამეცნიერო ნაშრომის, რომელიც ეხება გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. პედიატრ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სამედიცინო–სოციალური აკადემიის აკადემიკოსი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის ზოგიერთი მაჩვენებელი ასაკობრივ ასპექტში ერთი დღიდან 16 წლამდე", დაიცვა 1964 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა სისხლის მიმოქცევის ასაკობრივი თავისებურებანი საქართველოს სხვადასხვა კლიმატოგეოგრაფიულ რეგიონებში", დაიცვა 1988 წელს კიევში.

Member of Organizations

  • ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • თსსუ ხარისხების მიმნიჭებელი ერთჯერადი სადისერტაციო საბჭო, წევრი
  • პედიატრიული საზოგადოება, წევრი
  • სამედიცინო სოციალური მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი, წევრი (1998-)

Awards and Honors

  • 1984 - ჯანდაცვის სამინისტროს საპატიო სიგელი, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • 1973 - სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული
  • 1970 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"