The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გენადი იოსავა

გენადი იოსავა
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ტრანსფუზიოლოგი, ჰემატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1970–1973წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1973–1992წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992–1997წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1997 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორი. არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ეჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თრომბოციტოპოების რეგულაცია", დაიცვა 1973 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზის სისტემის სისხლძარღვოვან–პლაზმურ–თრომბოციტურ ურთიერთობათა დარღვევები და მათი კორექცია ჰემატოლოგიურ დაავადებათა დროს", დაიცვა 1994 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ტრანსფუზიული კომიტეტი, ექსპერტი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ტრანსფუზიოლოგთა და ჰემატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • ტრანსფუზიოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მედინვესტი - ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი
    მისამართი:თბილისი, ქავთარაძის ჩიხი 4
    ტელეფონი:(995 32) 2394926; (995 32) 2390213