შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გრიგოლ იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1974წწ. იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს, II ქირურგიული განყოფილების ინტერნი; 1975–1976წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების, შოკის საწინააღმდეგო ბრიგადია ქირურგი; 1976–1982წწ. სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრის ქირურგი; 1982–1984წწ. თბილისის I კლოინიკური საავადმყოფოს მიკროქირურგიის განყოფილების გამგე; 1984–1986წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1991წწ. საქართველოს კპ ცკ–ის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სექტორის ინსტრუქტორი; 1994 წლიდან ექიმთა დიპლომის შემდგომი სამედიცინო აკადემიის რეკონსტრუქციურ–პლასტიკური მიკროქირურგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ქირურგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თითებისა და მტევნის მიკროქირურგიული რეპლანტაცია", დაიცვა 1982 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |