The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



თეიმურაზ იოსელიანი

თეიმურაზ იოსელიანი
Date of birth:31 July, 1947  (76 years)
Category:Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1973წწ. იყო ბათუმის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1973–1989წწ. თბილისის ე. ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი, 1973 წლიდან დააფუძნა ენდოსკოპიური განყოფილება და პირველმა საქართველოში დაიწყო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და ენდოსკოპიური მკურნალობა. კვალიფიკაცია გაიარა ენდოსკოპიაში ქ. მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1990 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიური და ენდოსკოპიური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი და ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია “ენდოსკოპიის ატლასი”. მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში: ჩიკაგო (ა.შ.შ), ლონდონი (ინგლისი), ვენა, გრაცი (ავსტრია), ბუდაპეშტი (უნგრეთი), პრაღა (ჩეხეთი), სტამბული (თურქეთი), მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი)

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის რეზექციის შემდგომი უახლესი პერიოდის გართულებების ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1995 წელს.

ქირურგი–ენდოსკოპისტი. მედიცინის დოქტორი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიისა და ენდოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

Member of Organizations

  • საქართველოს გასტროენტეროლოგთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი
  • საქართველოს რენტგენოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • გრ. მუხაძის სახ. პრემიის ლაურეატი

Contacts Information

  • Business
    კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (აკად. ფ. თოდუას კლინიკა)
    Address:თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13
    Phone:(99532) 234 81 19; (99532) 234 28 30