The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გიორგი კალანდარიშვილი

Date of birth:24 May, 1956  (67 years)
Category:Therapist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1982–1983წწ. იყო ცხაკაიას რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი; 1983–1986წწ. მოსკოვის ნ. ი. პიროგოვის სახელობის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის მედიკო–ბიოლოგიური ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1986–1987წწ. ამავე ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრასთან არსებული კლინიკური ალერგოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1990წწ. მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის მედიკო–ბიოლოგიური ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მკურნალობის ექსტრაკორპორალური მეთოდების ზემოქმედება სისხლის ჰემოსტაზურ პოტენციალზე სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით ავადმყოფებში", დაიცვა 1987 წელს.

Member of Organizations

  • რუსეთის თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი