The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბონდო კანდელაკი

დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1928  (97 წლის)
კატეგორია:გასტრო-ენტეროლოგი, თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბზვანი, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1948 წელს.

1949–1958წწ. იყო ქობულეთის რაისაავადმყოფოს თერაპევტი; 1955–1957წწ. მთავარი ექიმი; ქობულეთის IV სამმართველოს სანატორიუმის მთავარი ექიმი; 1958–1960წწ. კვების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის კლინიკური ორდინატორი; 1963 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1968 წელს ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1973 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის გასტროენტეროლოგიის საკითხებზე. თერაპევტი, გასტროენტერელოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხაშის გავლენა კუჭის სეკრეციულ ფუნქციაზე და მისი მოქმედების მექანიზმის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1963 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გასტროენტერელოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, გენერალური მდივანი