The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მზია კანდელაკი

Date of birth:26 June, 1925  (98 years)
Category:Therapist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1948 წელს. 
1949–1971წწ. იყო II კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1959 წელს სპეციალიზაცია ჩინური ხალხური მედიცინის დარგში გაიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში; 1971–198წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის ასისტენტი; 1980–1995წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1993 წლიდან ჩინური მედიცინის კათედრის გამგე; 1991 წლიდან საქართვრლოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი აკუპუნქტურის დარგში; 1995 წლიდან ომის ვეტერანთა საერთაშორისო კლინიკური ჰოსპიტლის მთავარი თერაპევტი; უფროსის მოადგილე სამედიცინო დარგში; რეფლექსოთერაპიის რესპუბლიკური სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. ავტორია 65 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორისაა 3 მონოგრაფია, ეკუთვნის 2 მეთოდური რეკომენდაცია და გამოგონება. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის კათედრის გამგე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე რეფლექსოთერაპიის პუნქტაციური მეთოდის გავლენის ფიზიოლოგიური მექანიზმები", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1995 წელს.

Member of Organizations

  • ევროპის აკუპუნქტურის საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • საქართველოს აკუპუნქტურის ასოციაცია, პრეზიდენტი (1997-)

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემიის ლაურეატი

Bibliography