The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დალი კანკავა

დალი კანკავა
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1956  (70 წლის)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1984–1985წწ. იყო მე–4 მთავარი სამმართველოს საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1981989წწ. პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1989–1992წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992 წლიდან მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზემო კიდურის პერიფერიულ ნერვებზე მიკროქირურგიული რეკონსტრუქციულ–აღდგენითი ოპერაციების შორეული შედეგების ფუნქციონალურ–კლინიკო–ელექტრონოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიო ნევროლოგთა ფედერაცია, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ნიუ ჰოსპიტალსი
    მისამართი:ქ. თბილისი, კრწანისის ქ. №12
    ტელეფონი:+995 322 190 190