| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
სიმონ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინბო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962–1963წწ. იყო სოფელ ღორეშას საუბნო საავადმყოფოს გამგე; 1963–1964წწ. ზესტაფონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1964–1965წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურის ექიმი; 1965–1968წწ. თბილისის მე–7 კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორდინატორი; 1968 წლიდან თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, 1975–1990წწ. უფროსი; 1990–1994წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე. ავტორია 73 სამეცნიერო ნაშრომის; 1975–1995წწ. ძირითად სამუშაოსთან ერთად იყო თბილისის მთავარი თერაპევტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტები", დაიცვა 1974 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "იშემიური დაზიანების შემოფარგვლა მიოკარდიუმის ინფარქტის დროს", დაიცვა 1994 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

