შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე კაციტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე (1975–77), დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1984–1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი; 1991–1993წწ. დოცენტი; 1993 წლიდან კათედრის პროფესორი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის დერმატოზების პათოგენეზისა და მკურნალობის, კანის დაავადებებისა და შიდსის პრობლემებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია. არის კანისა და ვენერიულ სნეულებათა სპეციალისტი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინტერფერონის სისტემა სოკოვანი დაავადებების დროს", დაიცვა 1984 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კანისა და ლორწოვანი გარსების შერეული სოკოვან–ვირუსული დაავადებანი", დაიცვა 1991 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |