The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ელენე კაციტაძე

დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1945  (79 წლის)
კატეგორია:ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1968–1972წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა შიდა სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1972 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სხვადასხვა დაავადების მკურნალობას ფიზიო–ბალნეო ფაქტორებით. ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკური, ბიოქიმიური და მორფოლოგიური ცვლილებები ექსუდაციური დიათეზით გართულებული პნევმონიის დროს ნაადრევი ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1972 წელს.