The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვალერი კაციტაძე

ვალერი კაციტაძე
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1945  (80 წლის)
კატეგორია:უროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ალტაის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1970–1973წწ. იყო ალტაის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1973–1978წწ. მოსკოვის I სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიური კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1973–1978წწ. ასპირანტი; 1979–1996წწ. მოსკოვის ტუბერკულოზის მე–7 კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების გამგე; 1996 წლიდან რესპუბლიკის ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფილტვგარეშე ტუბერკულოზის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, 2 გამოგონების უროლოგიისა და ფტიზიოუროლოგიის თანამედროვე პრობლემებზე. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდსასქესო ორგანოების ტუბერკულოზით დაავადებულ ავადმყოფთა შრომის უნარიანობა", დაიცვა 1991 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის უროლოგთა საზოგადოება, წევრი
  • თბილისის ფტიზიატრთა საზოგადოება, წევრი
  • მოსკოვის უროლოგთა საზოგადოება, წევრი
  • მოსკოვის ფტიზიატრთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი
    მისამართი:თბილისი, მარუაშვილის ქ. 50
    ტელეფონი:599 18 34 75; (995 32) 291 19 26; (995 32) 291 02 51