The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ზაალ ნიკოლოზის ძე კახიანი

ზაალ ნიკოლოზის ძე კახიანი
Date of birth:5 July, 1927
Date of death:October, 2000  (at 73 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Surgeon

Biography

ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1980). 1951 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1954 წელს დაამთავრა ასპირანტურა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ბაზაზე. იმავე წელს დაიწყო მუშაობა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში სამეცნიერო საბჭოს მდივნად, შემდგომ კი ქირურგიული ფაკულტეტის დეკანად. 1960 წელს მუშაობას იწყებს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრაზე. 1962-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. 1967 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და იმავე წელს დაინიშნა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის გამგედ. შესრულებული აქვს 300 მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 36 მონოგრაფია, რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო, არის 5 გამოგონების და 4 რაციონალიზატორული გამოგონების ავტორი. 1980 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატობა, მოგვიანებით კი ზაზა ფანასკერტელის სახელობის პრემია. 18 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის გრ. მუხაძის სახ. ქირურგთა საზოგადოებას. ასევე იყო საქართველოს სამედიცინო–სამეცნიერო საზოგადოებათა პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1989 წელს აირჩიეს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის, შემდგომ კი თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი სწავლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორად. 1994არჩეული იყო საქართველოს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად. 1997 წელს სომხეთის ქირურგიულმა საზოგადოებამ აირჩია საპატიო ქირურგად და მიანიჭა ა.მიქაელიანის სახ. ქირურგიის ინსტიტუტის ოქროს მედალი. ასევე ევროპისა და ისრაელის იმპლანტაციის აკადემიის წევრი, ამერიკის კრიოქირურგიის და ამერიკა–საქართველოს მედიცინის აკადემიის წევრი, იტალიისა და ლუიზიანას შტატის პლასტიკური ქირურგიის აკადემიის წევრი, სომხეთის ქირურგიის აკადემიის წევრი, ბაზელის ქირურგთა ინტერნაციონალური და საქართველოს პარენტერალური და ენტერალური კვების საზოგადოების წევრი.

დაჯილდოებულია “ნ. პიროგოვის სახელობის” მედლით, ჰუმანური მოღვაწეობისთვის. პოლონეთის ისტორიის მეცნიერების მე-11 კონგრესის საპატიო მედლით და ნ. კოპერნიკის სამკერდო ნიშნით; აკად. კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ოქროს მედლით; საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის მიერ ა. ედიბერიძის სახელობის მედლით.

1998 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სიმსივნეებისა და ანთების ურთიერთდამოკიდებულება", დაიცვა 1953 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "პორტული ჰიპერტენზიის ეთიოლოგია, პათოგენეზი და მკურნალობა", დაიცვა 1966 წელს.

Member of Organizations

  • ჟურნალისტთა კავშირი, წევრი
  • სამედიცინო საზოგადოების პრეზიდიუმი, თავმჯდომარე
  • საქართველოს მე–3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს სამედიცინო მეცნიერების აკადემია, პირველი პრეზიდენტი (1994-)

Awards and Honors

  • 2000 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1997 - ა. მიქაელიანის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის ოქროს მედალი
  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ნ. კოპერნიკის სახელობის მედალი
  • აკად. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ოქროს მედალი
  • ნიკოლოზ პიროგოვის სახელობის მედალი
  • ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის მედალი

Bibliography