შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ზაალ ნიკოლოზის ძე კახიანი![]()
ბიოგრაფიაქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1980). 1951 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1954 წელს დაამთავრა ასპირანტურა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ბაზაზე. იმავე წელს დაიწყო მუშაობა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში სამეცნიერო საბჭოს მდივნად, შემდგომ კი ქირურგიული ფაკულტეტის დეკანად. 1960 წელს მუშაობას იწყებს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრაზე. 1962-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. 1967 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და იმავე წელს დაინიშნა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის გამგედ. შესრულებული აქვს 300 მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 36 მონოგრაფია, რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო, არის 5 გამოგონების და 4 რაციონალიზატორული გამოგონების ავტორი. 1980 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატობა, მოგვიანებით კი ზაზა ფანასკერტელის სახელობის პრემია. 18 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის გრ. მუხაძის სახ. ქირურგთა საზოგადოებას. ასევე იყო საქართველოს სამედიცინო–სამეცნიერო საზოგადოებათა პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1989 წელს აირჩიეს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის, შემდგომ კი თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი სწავლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორად. 1994არჩეული იყო საქართველოს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად. 1997 წელს სომხეთის ქირურგიულმა საზოგადოებამ აირჩია საპატიო ქირურგად და მიანიჭა ა.მიქაელიანის სახ. ქირურგიის ინსტიტუტის ოქროს მედალი. ასევე ევროპისა და ისრაელის იმპლანტაციის აკადემიის წევრი, ამერიკის კრიოქირურგიის და ამერიკა–საქართველოს მედიცინის აკადემიის წევრი, იტალიისა და ლუიზიანას შტატის პლასტიკური ქირურგიის აკადემიის წევრი, სომხეთის ქირურგიის აკადემიის წევრი, ბაზელის ქირურგთა ინტერნაციონალური და საქართველოს პარენტერალური და ენტერალური კვების საზოგადოების წევრი. დაჯილდოებულია “ნ. პიროგოვის სახელობის” მედლით, ჰუმანური მოღვაწეობისთვის. პოლონეთის ისტორიის მეცნიერების მე-11 კონგრესის საპატიო მედლით და ნ. კოპერნიკის სამკერდო ნიშნით; აკად. კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ოქროს მედლით; საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის მიერ ა. ედიბერიძის სახელობის მედლით. 1998 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სიმსივნეებისა და ანთების ურთიერთდამოკიდებულება", დაიცვა 1953 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "პორტული ჰიპერტენზიის ეთიოლოგია, პათოგენეზი და მკურნალობა", დაიცვა 1966 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |