The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ანტონ კეკელიძე

დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1978წწ. იყო კასპის საავადმყოფოს ექიმი–ლარინგოლოგი; 1969–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1971–1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ–ყურ–ცხვირის კათედრის ასისტენტი; 1983 წლიდან– ამავე კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რეზიდენტურის, ზოგადი სპეციალიზაციისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის ოტოლარინგოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო დისერტაცია. ოტოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოლიკარდიოგრაფიული გამოკვლევები ქრონიკული ტონზილიტის დროს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ექიმთა ასოოციაცია, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
    მისამართი:თბილისი, გუდამაყრის ქ. 4
    ტელეფონი:2 61 01 01