შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ანტონ კეკელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965–1978წწ. იყო კასპის საავადმყოფოს ექიმი–ლარინგოლოგი; 1969–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1971–1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ–ყურ–ცხვირის კათედრის ასისტენტი; 1983 წლიდან– ამავე კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რეზიდენტურის, ზოგადი სპეციალიზაციისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის ოტოლარინგოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო დისერტაცია. ოტოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოლიკარდიოგრაფიული გამოკვლევები ქრონიკული ტონზილიტის დროს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ", დაიცვა 1993 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |