The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინე კვეზერელი-კოპაძე

დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1977–1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრის დოცენტი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰემობლასტიოზების, ანემიებისა და ჰემორაგიული დიათეზების დიაგნოსტიკას. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 27 სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის სტუდენტური ნაშრომი. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე ლეიკოზების დროს პლასტიკური უჯრედების მორფოლოგიური თავისებურებანი და მიტოზური აქტივობა ფაზოკონტრასტული მიკროსკოპიის მეთოდით", დაიცვა 1979 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ჰემატოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ტრანსფუზიოლოგთა საზოგადოება, წევრი