Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გურამ კიკნაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.
1965–1967წწ. იყო ლიკანის საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორი; 1967-1971წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1971 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ჯერ ასისტენტი, შემდეგ დოცენტი, ხოლო 1995-2000წწ. კათედრის პროფესორი. 1995 წლიდან იგი არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობისა და ბიოეთიკის სამსახურის უფროსი, ხოლო 2001 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. არის 3 მონოგრაფიის ავტორი (კარდიოლოგია, ბიოეთიკა, ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხები), გამოქვეყნებული აქვს 60 ნაშრომი კლინიკურ და ექსპერიმენტული მედიცინის სფეროში, 12 სტატია ადამიანის უფლებების შესახებ ჯანდაცვის სფეროში, 20-მდე დასახელების ბროშურა სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შეიქმნა სტუდენტებისათვის ბიოეთიკის სასწავლო პროგრამა, საქართველოს კანონპროექტები ("ჯანდაცვის შესახებ', 'პაციენტის უფლებების შესახებ", "საექიმო საქმიანობის შესახებ", "ადამიანის ორგანოების გადანერგვის შესახებ", "ბავშვთა ხელოვნური საკვების კონტროლირებადი მოხმარებისა და ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის შესახებ", "ადამიანზე ჩატარებული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის შესახებ", "აბორტის შესახებ") და საკანონმდებლო ნორმატიული აქტები, მრავალი საერთაშორისო დოკუმენტის თარგმანი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულისა და რეგიონული სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა თირკმლების უკმარისობის დროს", დაიცვა 1973 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "პარანეოპლასტიური ნეფროპათია ავთვისებიანი ლიმფომების დროს", დაიცვა 1994 წელს Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |