The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო კილაძე

ნინო კილაძე
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1979 წელს.

1979–1980წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის შრომის ჰიგიენის ექიმი; 1980–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრის ასისტენტი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებშიც ძირითადად გაშუქებულია შრომის ჰიგიენის საკითხები. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცხელი მიკროკლიმატის პირობებში მომუშავე ქალთა გადახურებისაგან დაცვის პროფილაქტიკური ღონისძიებების ფიზიოლოგიურ–ჰიგიენური დასაბუთება", დაიცვა 1992 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მუშაკთა ასოციაცია, წევრი