შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თინათინ კირტავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.
1973–1983წწ. იყო დისპანსერულ–პოლიკლინიკური განყოფილების ექიმი–ჰემატოლოგი; 1983–1986წწ. დისპანსერულ–პოლიკლინიკური სამეცნიერო განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986–1995წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან პოლიკლინიკური განყოფილების გამგე; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის ერთი გამოგონება. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე მცირეპროცენტული ლეიკოზის კლინიკური, მორფოფუნქციონალური თავისებურებანი, დიფერენციალური დიაგნოზი და მკურნალობა", დაიცვა 1985 წელს ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |