შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თინათინ კიტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხეთა, ხობის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს.
1943–1945წწ. იყო ბორჯომში 1457–ე ევაკო ჰოსპიტალის ექიმი–ორდინატორი; 1946–1950წწ. თბილისის ტუპერკულოზის საწინააღმდეგო I საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1950–1953წწ. ტუპრტკულოზის რესპუბლიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1953–1956წწ. თბილიუსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასპირანტი ფტიზიატრიის სპეციალობით; 1956–1963წწ. რესპუბლიკური ტუბერკულოზის დისპანსერული განყოფილების გამგე; 1963 წლიდან ხელმძღვანელობს ტუბერკულოზის სამედიცინო სამეცნიერო ინსტიტუტის დისპანსერულ განყოფილებას. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის და 4 მეთოდური წერილის. ხელმძღვანელობს რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონიდან საკონსულტაციოდ გამოგზავნილ ავადმყოფთა გამოკვლევა–კონსულტაციებს. ფტიზიოპულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თმა - "მასალები ფილტვების ტუპერკულოზის მკურნალობის კლინიკო–ბიოქიმიური დახასიათებისათვის", დაიცვა 1962 წელს ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |