შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნელი კიტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.
1961–1965წწ. იყო ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანის" ექიმი–ორდინატორი; 1965–1966წწ. ჰემატოლოგიის და ს/გ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1966–1978წწწ. ამავე ინსტიტუტის ექიმი–ტრანსფუზიოლოგი; 1969–1979წწ. ჰემოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1988წწ. ამავე განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1988 წლიდან კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის ლეიკოზების მკურნალობის და ტრანსფუზიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული მიელოლეიკოზის ბლასტური ფაზის თავისებურებები, დიფერენციალური დიაგნოზი და მკურნალობა", დაიცვა 1985 წელს
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |