The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სერგო კობალაძე

დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1915  (108 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1939 წელს.

1941-1943 წლებში მონაწილეობდა დიდი სამამულო ომში. 1952-1953 წლებში იყო თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ხოლო 1953-1953 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი. 1965 წელს დაინიშნა ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგედ. 1972 წლიდან ს. კობალაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტალური ფარმაკოთერაპიის განყოფილებას. ის შეისწავლიდა სამკურნალო საშუალებათა ეფექტურობის დადგენის, რაციონალურად დოზირების შემუშავების და მოქმედების მოქმედების მექანიზმის ფარმაკოლოგიური ანალიზის გზებს. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1958), პროფესორი(1961).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტი, თავმჯდომარე (1943-1952)
  • სკკპ, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1967 - საქართელოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე