The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინე კობახიძე

მარინე კობახიძე
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1979 წელს.

1980–1981წწ. მუშაობდა მე–14 ბავშვთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრად; 1981 წლიდან მე–13 ბავშვთა პოლიკლინიკის პედიატრიული განყოფილების გამგეა; 1991–1993წწ. იყო  საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თბილისის ჯანდაცვის სამმართველოს ამბულატორიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. არის 11 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს სერტიფიკატი ლაქტაციის მართვის (1995) და რესპირატორულ დარღვევათა მკურნალობა ბავშვებში(1996). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ბრონქიტების რეციდივების მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში ჰიპობარიული ჰიპოქსიით და მისი აფექტურობის შეფასება ჰიპოფიზურ–თირეოიდული სისტემის ფუნქციური მაჩვენებლებით".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის პედიატრთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    გიდმედი
    მისამართი:თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 9
    ტელეფონი:2 911 401