The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თეიმურაზ კოდუა

თეიმურაზ კოდუა
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1956
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 2015  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:გასტრო-ენტეროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს.

1971–1979წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი; 1981 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც შეეხება წყლულოვანი დაავადებისა და ჰეპატოგენური ენცელოპათიის პათოგენეზის საკითხებს; გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰისტამინის და სეროტინინის სისტემა და იმუნოლოგიური მაჩვენებლები წყლულოვანი დაავადების დროს", დაიცვა 1984 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გასტრო–ენტეროლოგიური საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ს. პ. ბოტკინის სახელობის მედალი
  • ტაშკენტის სსრკ თერაპევტთა XIX საკავშირო კონფერენციის საპატიო სიგელი და II ხარისხის დიპლომი

ბიბლიოგრაფია