Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ბორის კორსანტია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.
დაამთავრა ვიტებსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.
1967 წელს ქ. ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ასპირანტურა, მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა ხარისხი . 1967–1969წწ. მუშაობდა სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტში; 1969–1972 წლებში თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში; 1972 – 1978 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - იმუნოლოგიური განყოფილების გამგე. 1978–1988წწ. თბილისის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1988 წლიდან იყო თბილისის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1975 წელს - მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1980 წელს პროფესორის წოდება. 1978 - 1985 ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი - იმუნოლოგიური განყოფილების გამგე, 1985 წლიდან დღემდე მუშაობს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში - იმუნოლოგიური განყოფილების გამგე. 1994 წელს - მედიცინის და ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 2002 წლიდან მოღვაწეობს სამედიცინო ცენტრ „მარჯანში“ როგორც კონსულტანტი იმუნოლოგიაში და ასევე სამეცნირო სფეროში. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ასპექტებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სბი–ინფექციური იმუნოლოგიის განყოფილების გამგე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "Условия и выявления биологической активности интерферона клеточных культурах".
სადოქტორო დისერტაციის თემა – "Перинатальные вирусные инфекции и передача эндогенного интерферона потомству в период беременности и лактации", დაიცვა 1975 წელს. Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |