შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ზვიად კორტავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს.
გაიარა ამავე ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა(შინაგანი სნეულებები); 1982–1984წწ. იყო ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის სუბორდინატორი; 1984–1987წწ. მოსკოვის რევმატოლოგიის ინსტიტუტში სწავლობდა ასპირანტურაში(რევატოლოგია); 1988 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოლოგიის კურსის ასისტენტი; 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საინფორმაციო–სასწავლო ცენტრის დირექტორად. ავტორია 39 სამეცნიერო ნაშრომისა(19 ინგლისურ ენაზე), რომლებიც ძირითადად შეეხება შოგრენის დაავადებას, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, კლინიკური ფარმაკოლოგიის საკითხებს. მუშაობს სამედიცინო ინფორმატიკის, ჯანმრთელობის ქსელების, ტელემედიცინისა და დისტანციური სწავლების საკითხებზე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რევმატოლოგი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰუმორული იმუნიტეტის დარღვევათა კლინიკური მნიშვნელობა შოგრენის დაავადებისა და შოგრენის სინდრომის დროს", დაიცვა 1997 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |