შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მარინა ლაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.
1963–1966წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის ასპირანტი; 1966–1975წწ. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1975 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიის, ნეირომორფოლოგიის საკითხებზე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური ნერვული სისტემების სხვადასხვა განყოფილებების მორფომეტრიული მონაცემები", დაიცვა 1967 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |