Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნოდარ ლებანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს; მოსკოვის ქირურგიის ცენტრის კლინიკური ორდინატურა 1975 წელს; ასპირანტურა 1978 წელს.
1978-1980წწ. იყო ქ. მოსკოვის ქირურგიის ცენტრის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1980-1882წწ. თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1982 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აკადემიის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის კათედრის გამგე; 1981-2004წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 1992-1994წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიის სამმართველოს უფროსი; 1988-2005წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის კათედრის გამგე; 2004 წლიდან ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინის" დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი სპეციალობაში "ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია", საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის დარგში, სადისერტაციო საბჭოს წევრი სპეციალობებში "ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია" და "კრიტიკული მედიცინა". გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 2 სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია, 1 მეთოდური რეკომენდაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |