The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გელა ლეჟავა

გელა ლეჟავა
Date of birth:1 September, 1936  (87 years)
Category:Narcologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1973წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1978წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცკ სხვადასხვა თანამდებობაზე; 1978-1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1986-1993წწ. ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტუს ნარკოლოგიის მედიკო–ბიოლოგიურ პრობლემათა განყოფილების გამგე; 1993-2001წწ. ახლად დაარსებული ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2000 წლიდან არის ახლად დაარსებული ნარკოლოგიის კათედრის გამგე; 2008 წლიდან ჯანმრთელობის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის  ინფორმაციისა და ნარკოლოგიური პროგრამების კოორდინატორი. არის სრული პროფესორი. 6 მონოგრაფიისა და 85–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: "Электрофизиологическое исследование механизмов привыкания зрительной системы"(1968), "საზოგადოებრივი ჯანდაცვა საბჭოთა საქართველოში"(1984), "მავნე ჩვევიდან დაავადებამდე"(1986), "ნარკომანიის მედიკო–ბიოლოგიური და ფილოსოფიურ–ზნეობრივი ასპექტები"(1995), "ნარკოლოგია"(2001), "ნარკომანია, ფენომენის ანალიზი"(2003). დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1965 წელს და სადოქტორი დისერტაცია 1973 წელს.

Member of Organizations

  • ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2001-2008)
  • ჟურნალ "Вопросы Наркологии"-ს სარედაქციო საბჭო, წევრი (2007-)
  • ჟურნალ "ქართველოლოგი"-ს სარედაქციო საბჭო, წევრი (2007-)

Awards and Honors

  • 2001 - აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტი, "წლის ადამიანი"
  • 1995 - საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography