შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გია ლობჟანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1979 წელს.
1980–1981წწ. იყო თბილისის II საავადმყოფოს ინტერნი; 1983–1984წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1983–1984წწ. გარდაბნის რაიონის ქირურგი; 1984–1987წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1987–1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ქირურგიის კათედრის ასპირანტი, 1994–1996წწ. ამავე კათედრის დოცენტი. 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1999 წლიდან–დეკანი, 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიულ სნეულებათა №3 კათედრის პროფესორი. 1989–1993წწ. მუშაობდა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე, რუსეთის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში. ავტორია 104 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 4 მეთოდური რეკომენდაცია , 2 მონოგრაფია–"კუჭის წყლული", 1998, "თორმეტგოჯა ნაწლავის პოსტბულბარული წყლულები", 1998(რუსულ ენაზე); დანარჩენი ნაშრომები ეხება ურგენტული ქირურგიისა და ქირურგიული გასტროენტეროლოგიის პრობლემებს. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თორმეტგოჯა ნაწლავის პოსტბულბარული წყლულების კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1987 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "კუჭის წყლულის კლინიკა და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები", დაიცვა 1994 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |