შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნანა ლომაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.
1978–1979წწ. ინტერნატურა გაიარა ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ბაზაზე, 1979–1984წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1984–1989წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1989 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომისა ეპილეფტოლოგიის პრობლემებზე. თანაავტორებთან–თ. გელაძე, ო. თოიძესთან ერთად რუსულ ენაზე გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ბავშვთა კეთილთვისებიანი ეპილეფსიის კლინიკა და მკურნალობა"("საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1986 წელი). ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ბავშვთა კეთილთვისებიანი ეპილეფსიის კლინიკო–ელექტროენცეფალოგრაფიული ანალიზი", დაიცვა 1988 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |