The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვაჟა ლორია

დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1935
გარდაცვ. თარიღი:2019  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი.
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1966წწ. იყო ჭიათურის მედიკო–სანიტარული ნაწილის ქირურგი; 1966 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის N1 კლინიკის ქირურგ–ორდინატორი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის: სივაშის სისტემის ტიტანისგან დამზადებული მუხლის სახსრის გადანერგვის ტექნიკის პრობლემებზე. არის უმაღლესი კატეგორიის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სივაშის სიისტემის მუხლის ხელოვნური სახსრის ექსპერიმენტული დასაბუთება", დაიცვა 1974 წელს.

ბიბლიოგრაფია