Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ლუბა ლუბარსკაია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს.
1945–1982წწ. იყო თბილისის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიის განყოფილების ექიმი–ნევროპათოლოგი, 1982–1996წწ. თბილისის ბავშვთა რეაბილიტაციის რეაპუბლიკური ცენტრის ექიმი–ელექტროფიზიოლოგი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებშიც გაშუქებულია თავის ტვინის ცისტიცერკოზის კლინიკა და პათომორფოლოგია, ქრონაქსიმეტრიის დიაგნოსტიკური მნიშვნელობის ახალი მონაცემები თავის ქალის უკანა ფოსოს სიმსივნეების დროს, ნათხემ–ხიდის კუთხის სიმსივნეების კლინიკა და სიმპტომატოლოგია, ჰიდროცეფალურ–ჰიპერტენზიური სინდრომის კლინიკის საკითხი თავის ტვინის სიმსივნური დაავადებისას, თავის ქალის უკანა ფოსოს არაქნოდიტების კლინიკისა და დიაგნოსტიკის საკითხი, თავის ქალის უკანა ფოსოს სიმსივნეების ტიპიური და დიფერენციული დიაგნოსტიკა, თავის ტვინის ზოგიერთი ღეროვანი წარმონაქმნის როლი ნათხემის სიმპტომების პათოგენეზში. სამეცნიერო–ხელმძრვანელობას უწევდა ქალაქისა და რაიონებიდან მივლინებულ ექიმთა სპეციალიზაციას ელექტროფიზიოლოგიაში. მოღვაწეობდა ისრაელში. ნევროპათოლოგი, ელექტროფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "თავის ქალის უკანა ფოსოს სიმსივნეებისკლინიკისა და დიაგნოსტიკის საკითხისათვის", დაიცვა 1965 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |