The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



რუსუდან მაზმანიშვილი

რუსუდან მაზმანიშვილი
Date of birth:12 August, 1944  (79 years)
Category:Pediatrist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1967 წელს.

1967–1968წწ. იყო რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების პედიატრი, 1968–1972წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკო–დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმი, 1972–1986წწ. ამავე ინსტიტუტის კვებისა და ჰიგიენური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1986 წლიდან განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1995 წლიდან შეთავსებით მუშაობდა საერო ინსტიტუტ "გაენათში" პედიატრიული ფაკულტეტის დოცენტად. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება ჯანმრთელ და ავადმყოფ ბავშვთა კვების პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "ბავშვთა კვება"(1992, "წიქარა", თბილისი), "ჯანმრთელი და ავადმყოფი ბავშვთა კვება"(1993, "ელიტა"(ფირმა "ვესტა"). ფლობს ორ საავტორო მოწმობას №991632(02), №1111277(83). გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე 15 მეთოდური წერილი, 5 ბროშურა, საჟურნალო და საგაზეთო სტატიები. კონსულტაციებს უწევს ორდინატორებს, ინტერნებსა და სამუშაო ადგილზე მივლინებულ ექიმებს. მიღებული აქვს პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექციის მადლობა , ინსტიტუტის პრემიები სამეცნიერო შრომებისათვის(1990–1992). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ბავშვთა კვებისა და ჰიგიენის განყოფილების ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "C ვიტამინით გამდიდრებული ფერმენტირებული რძის მჟავე პროდუქტის კლინიკური შეფასება ჩვილ ბავშვთა კვებაში", დაიცვა 1988 წელს.

Member of Organizations

  • პედიატრიის ინსტიტუტის ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს პედიატრიული საზოგადოება, წევრი

Contacts Information

  • Business
    პედიატრიის ინსტიტუტის ბავშვთა და მოზრდილთა ალერგიის ცენტრი
    Address:თბილისი, ჩიქოვანის ქ.14
    Phone:599 15 82 89; 2 14 64 91