The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ზაქარია მაისურაძე

ზაქარია მაისურაძე
Date of birth:4 October, 1891
Date of death:21 July, 1975  (at 83 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Anatomist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქარელი, ახლანდელი ქარელის რაიონი.

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1917 წელს.

1918 წლიდან მუშაობდა თსუ სამკურნალო ფაკულტეტის ნორმალური ანატომიის კათედრაზე პირველ ასისტენტად და ფაკულტეტის სწავლულ მდივნად. 1935-1948წწ. იყო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე. 1959 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრას. ა. ნათიშვილთან ერთად გამოსცა "ადამიანის ნორმალური ანატომიის" სახელმძღვანელო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნაში. მან შეადგინა "რუსულ-ქართულ-ლათინური სამედიცინო ტერმინილოგია". ანატომი, ქართული სამედიცინო ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1945). 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography