შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
პაატა მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს.
1976–1977წწ. მუშაობდა ფერშლად ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში; 1977–1978წწ. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში; 1979 წელს იყო ადიგენის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგ–ორდინატორი, 1982–1984წწ. განყოფილების გამგე; 1984–1991წწ. ახალციხის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში, 1991–1995წწ. ამავე გაერთიანების მთავარი ექიმი; 1995 წლის აგვისტოდან იყო ახალციხის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მუცლის ღრუს, დიდი და მცირე ბადექონის ღრუს ქირურგიულ უჰაერო ლაპარასკოპიას. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუცლისა და ბადექონის ღრუს ქირურგიულ უჰაერო ლაპარასკოპია", დაიცვა 1989 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |