შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მამუკა მაკარიძე (მათე)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ქ. ლენინგრადის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.
1975–1979წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ექიმი–ეპილეფტოლოგი, 1987–1992წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1987–1992წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდანი იყო ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე, 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა ენდოკრინოლოგია–მეტაბოლოგია–დიაბრტოლოგიის კლინიკის ნეიროენდოკრინულ–ვეგეტოლოგიური და ფსიქოსომატური მედიცინის განყოფილებას. ავტორია 72 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა უმრავლესობა ეხება ვეგეტოლოგიის კლინიკურ, ნეიროფიზიოლოგიურ საკითხებს, პოსტტრამვული სტრესული დარღევების ასპექტებს, ნეიროენდოკრინოლოგიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია:(პროფ. ს.ა. გრომოვთან, ექიმ ვ.ს. ინოზემცევასთან ერთად), "ცერებრული ვეგეტატიური პაროქსიზმები : ნეიროფიზიოლოგიური დასაბუთება, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა",(მორდვეთის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქ. სარანსკი, 1992), "ვეგეტატიური შეტევები : კლინიკა, პათოგენეზი, მკურნალობა"("მედეა", თბილისი, 1995). წლების განმავლობაში ნევროლოგიის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ვეგეტატიური ნერვული სისტემის პათოლოგიის სამსახურს. არის ფუნქციური ნევროლოგიის სამკურნალო–პროფილაქტიკური დაწესებულებების შემქმნელი, აკად. ვ. ივერიელთან ერთად ნეიროვეგეტოიმუნოენდოკრინოლოგიის–ახალი მეცნიერების საფუძვლების ჩამყრელი. ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციური ნევროლოგიის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი, ენდოკრინოლოგია–მეტაბოლოგია–დიაბეტოლოგიის კლინიკის განყოფილების ხელმძღვანელი, ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიენცეფალური(ჰიპოთალამური) პაროქსიზმების ზოგიერთ ფორმათა გენეზისის კლინიკო-ექსპერიმენტული გამოკვლევა", დაიცვა 1986 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვეგეტატიური შეტევები", დაიცვა 1997 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |