შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლიანა მალვენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აწყური, ახმეტის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1967 წელს.
1967–1969წწ. იყო რესპუბლიკის სეს ექიმი–ეპიდემიოლოგი; 1969 წელს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1983წწ. სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის თანამშრომელი; 1995 წლიდან ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი. ავტორია 33 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თანამედროვე ეპიდემიოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "საავადმყოფოს შიდა სალმონელოზის ეპიდემიოლოგიური თავისებურება ქალაქ თბილისის ბავშვთა სომატურ სტაციონარებში", დაიცვა 1983 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |