The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გრიგოლ მამამთავრიშვილი

გრიგოლ მამამთავრიშვილი
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977–1978წწ. იყო თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1978–1980წწ. მიზნობრივი ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვში, საკავშირო კლინიკურ და ექსპერიმენტულ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, 1983 წელს დაამთავრა  ამავე ინსტიტუტში მიზნობრივი ასპირანტურა. 1984 წელს მუშაობდა თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის გასტრო–ენტეროლოგიურ განყოფილებაში უფროს ლაბორანტად,  1994 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1987–1991წწ. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მივლინებული იყო საკავშირო–სამეცნიერო ქირურგიის ცენტრის ღვიძლის, სანაღვლე გზების და პანკრეასის ქირურგიის განყოფილებაში. 1982 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ზოგადი ქირურგის თანამდებობაზე; 2003 წლიდან დღემდე ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ზოგადი ქირურგი. ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის საკითხებს. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქირურგიის სპეციალობით სამედიცინო ინსტიტუტ – "მედიკოსში", სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას–პედიატრიის ინსტიტუტში. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქრონიკული ჰეპატიტის ქირურგიული მკურნალობის ასპექტები", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ჰერნიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ქირურგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ქირურგიის ეროვნული ცენტრი
    მისამართი:ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას ქ.№7
    ტელეფონი:577 119 119; 2 02 25 25