The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბაადურ მოსიძე

ბაადურ მოსიძე
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1947  (77 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1975წწ. იყო სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1975–1988წწ. მუშაობდა ლენინგრადის ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1985-1988წწ. ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგი; 1988-1990წწ. ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1989 წლიდან არის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის გამგე; 1990-2012წწ. I კლინიკური საავადმყოფოს თორაკოაბდონიმალური კლინიკის ქირურგი; 1996 წლიდან ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2011-2012წწ. I კლინიკური საავადმყოფოს თორაკოაბდონიმალური ქირურგიის მიმართულების ხელძღვანელი; 2012 წლიდან შ.პ.ს "კარაპს მედლაინი"-ის ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელძღვანელი. ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ზოგადი ქირურგიის, ტრანსპლანტაციის, ონკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო და ორი სადოქტორო დისერტაცია. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირველად მრავლობითი ავთვისებიანი მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების კლინიკა", დაიცვა 1978 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სწორი ნაწლავის კიბოს კომბინირებული მკურნალობის შდეგების გაუმჯობესების გზები", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1991 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
  • 1990 - აშშ ქირურგთა კოლეგიის ფულადი ჯილდო და სერტიფიკატი
  • ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (ინგოროყვას კლინიკა)
    მისამართი:თბილისი, წინანდლის ქ.9
    ტელეფონი:2 05 05 00; 2 50 88 00