The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



აბელ მამარდაშვილი

დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958–1961წწ. იყო სურამის, თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1961–1964წწ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1964–1969წწ. რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1969–1972წწ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1979წწ. ნარკოლოგიური, საორგანიზაციო განყოფილებების მეცნიერ–ხელმძღვანელი; 1979–1996წწ. რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1996 წლიდან ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, კლინიკის მთავარი ექიმი.  ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ეპილეფსიის, ნარკომანიის, შიზოფრენიის, სასამართლო–ფსიქიატრიული ექსრერტიზის საკითხებს. მათ შორისაა ერთი მონოგრაფია: "უჯრედთა ზოგიერთი თავდაცვითი გამოვლინებანი ეთანოლის მოქმედებით"(1986). იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კათედრის გამგე, საქართველოს სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის ხელმძღვანელი. 1975–1986წწ. იყო თბილისის მთავარი ფსიქიატრი, 1982–1989წწ. რესპუბლიკის მთავარი ნარკოლოგი. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები ეპილეფსიური ჭკუასუსტობის ფსიქოპათოლოგიის შესწავლისათვის", დაიცვა 1969 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • ფსიქიატრთა და ნარკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, გამგეობის წევრი (1981-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1986 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1976 - საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი