Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გიორგი მამუკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.
1986–1988წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა №2 კათედრაზე; 1988–1991წწ. ასპირანტურის კურსი კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში, 1991–1993წწ. იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, 1993–1997წწ. განყოფილების ხელმძღვანელი. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს ულტრასონოგრაფიის სასწავლო–კვლევით ცენტრს. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა კარდიოლოგიის, ფიზიოთერაპიის, ულტრასონოგრაფიის საკითხებზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის რიტმის დარღვევათა მკურნალობა ანტიარითმიული პრეპარატების პროლონგირებული ელექტროფორებით გულის იშემიური დაავადებების დროს", დაიცვა 1992 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |