Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
როზა მანუშაროვა![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.
1965–1969წწ. იყო წალკის რაიონული საავადმყოფოს ექიმი–ენდოკრინოლოგი; 1969–1972წწ. მოსკოვის ექსპერიმენტული ენდოკრინოლოგიისა და ჰორმონთა ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1972 წლიდან არის ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სხვადასხვა ენდოკრინული ჯირკვლების მდგომარეობას, იცენკო–კუშინგის დაავადებებს, პოლიკისტოზის, ენდომეტრიოზის დროს. ეკუთვნის 3 გამოგონება, 3 მეთოდური წერილი, 2 პატენტი. კურირებდა კონტრაცეპტივების გამოყენებასა და მათი მოქმედების შორეულ შედეგებს, ხელმძღვანელობდა 3 ასპირანტს. ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგი(რეპროდუქტოლოგი), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინსულინომით დაავადებულ ავადმყოფთა კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციური მდგომარეობა ოპერაციამდე და ოპერაციის შორეული შედეგები", დაიცვა 1973 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "იცენკო–კუშინგის დაავადებით შეპყრობილი ქალების რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობა დაავადებების აქტივობის სხვადასხვა პერიოდში", დაიცვა 1988 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |