Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნიკოლოზ მანჯგალაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს.
1946–1947წწ. იყო ყაბარდოს რაიონული პოლიკლინიკის გამგე, 1947–1950წწ. სოფლის საექიმო უბნის და საავადმყოფოს გამგე; 1951–1954წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1954–1957წწ. ასპირანტი, 1957–1962 წწ. ასისტენტი; 1962–1990წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1990 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 39 სამეცნიერო ნაშრომისა ანგიონევროლოგიისა და ზოგადი ნევროლოგიის საკითხებზე. 1957 წლიდან სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა კლინიკურ ორდინატორებს, ასპირანტებს, სტუდენტებს. 1966–1968წწ. მუშაობდა კუბაში, 1976–1980წწ. ქუვეიტში. 1982–1993წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შტატგარეშე მთავარი ნევროპათოლოგი. ა. ლაჭყებიანთან ერთად რუსულ ენაზე გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ვილიზიის წრის ადაპტაციური კომპენსაციური შესაძლებლობანი თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების პათოლოგიის დროს"("საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1969). ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა–"ვილიზიის წრის არტერიების ნერვული აპარატი ნორმისა და თავის ტვინსი სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს", დაიცვა 1961 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |