შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თამაზ მარდალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა მოსკოვის II სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს.
1955–1956წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1956–1958წწ. იყო კურორტ შოვის №1 სანატორიუმის ორდინატორი; 1958–1961წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის ასპირანტი, 1962 წელს ლაბორანტი, 1963–1971წწ. ასისტენტი. 1971 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, სადაც გაშუქებულია გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობის საკითხები. პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა თბილისის პოლიკლინიკებსა და ზოგიერთ კურორტს. თერაპევტ–კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის დოცენტი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყალტუბოს საკურორტო ფაქტორების გავლენა თირკმელების ზოგიერთ ფუნქციაზე ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1963 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |