The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მერაბ მარუაშვილი

დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:ნევროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1966 წელს იყო რკინიგზის პოლიკლინიკის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1967–1968წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1968–1971წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1983–1992წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა თავის ტვინის სიმსივნეების აქტუალურ პრობლემების შესახებ. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს ორდინატორებისა და ინტერნების მომზადებას. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ნევროლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუნთის ტონუსის კლინიკურ–ელექტროგრაფიული დახასიათება თავის ტვინის სიმსივნეების დროს", დაიცვა 1980 წელს.