შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი მაღალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1921 წელს, შემდეგ თბილისის გერმანული გიმნაზია. 1922 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე; სწავლა განაგრძო ტუბინგენის და მიუნხენის უნივერსიტეტებში.
1928 წელს მიუნხენის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა დაიწყო ფალკენშტეინში, სადაც დასახლდა კიდეც. ექიმობის გარდა ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას: მისი პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია 1953 წელს ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოქვეყნებული "სომეხ-ქართველთა ურთიერთობის ისტორიიდან" და 1954 წელს დაწერილი ნაშრომი – "კავკასიის ისტორიისათვის ჯვაროსანთა ომის დროიდან"; საბჭოთა კავშირთან ომის დროს ზრუნავდა გერმანიაში მოხვედრილ ქართველ ტყვეებზე, ბევრი მათგანი მისი ძალისხმევით განთავისუფლდა საკონცენტრაციო ბანაკიდან. გიორგი მაღალაშვილი ომის შემდეგ იყო დასავლეთ გერმანიაში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე. საზოგადო მოღვაწე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |