The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი მაღალაშვილი

გიორგი მაღალაშვილი
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:ნევროლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს, ინტერნატურა 1976 წელს.

1976-1978წწ. იყო ქალაქის I კლინიკის საავადმყოფოს ნეიროქირურგი-ორდინატორი; 1979-1985წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი და 1986-1995წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1998წწ. ფუნქციური ნეიროქირურგიის განყოფილების გამგე; 1998-2002წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 2003 წლიდან მე-4 კლინიკურ საავადმყოფოსთან არსებული ქალაქის ნეიროქირურგიული ცენტრის ხელმძღვანელი. 2011-2013წწ. მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიული სამსახურის უფროსი; 2013 წლიდან თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი; 2014 წლიდან თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული მიმართულების  ხელმძღვანელი. არის 50-ზე მეტი  სამეცნიერო ნაშრომის (უმაღლესი კატეგორია) ავტორი.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
    მისამართი:თბილისი, ჩაჩავას 1
    ტელეფონი:2 10 44 44